3-გზის ოლ სტარი რინგზე - დერონ უილიამსი ბედს კრივში ცდის
Aa
Aa

3-გზის ოლ სტარი რინგზე - დერონ უილიამსი ბედს კრივში ცდის

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩის 3-გზის მონაწილე და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, დერონ უილიამსი კრივში მიდის. The Athletic-ის ინსაიდერის, შემს შარანიას ინფორმაციით, „დივილი“ ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ანდერქარდზე იჩხუბებს.

37 წლის კალათბურთელის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შარანია გვაუწყებს, რომ მისი სავარაუდო მოწინააღმდეგე NFL-ის ყოფილი მოთამაშე, ფრენკ გორი იქნება. ეს უკანასკნელი რანინგ ბექებს შორის, იარდების რაოდენობით ლიგის ისტორიაში მე-3 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ დერონ უილიამსს სხვადასხვა დროს „იუტაში“, „ბრუკლინ ნეთსში“, „დალას მავერიქსში“ და „კლივლენდ კავალიერსში“ უთამაშია. „ჯაზმენების“ რიგებში ყოფნისას იგი ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად ითვლებოდა და 2010-11 წლების სეზონში საშუალოდ 21.3 ქულასა და 9.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ცნობისთვის, ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნული ბრძოლა ფლორიდის შტატში, ქალაქ ტამპაში მდებარე „ემელი არენაზე“ გახლავთ ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები