ბაქოს გრანდ სლემი | პაპინაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონია
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემი | პაპინაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს მასპინძლობს, სადაც ბუნებრივია, გულშემატკივარი ქართველ სპორტმენების გამოსვლასაც იხილავს, თუმცა ჩვენი ქვეყნის განაცხადი ამჯერად ოპტიმალური არ არის.

ტურნირის პირველ დღეს, 60-კილოგრამ წონით კატეგორიაში, დამაჯერებელი იყო ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა და გადამწყვეტი შეხვედრა რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ გამართა.


საბოლოოდ, ქართულ-რუსული დაპირისპირება 23 წლის ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა. ჯაბამ მეტოქე ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოტანა.

საქართველო ბაქოს გრანდ სლემზე 10 სპორტსმენითაა წარმოდგენილი: 60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი (რომელიც დღეს, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა), ბაგრატ ნინიაშვილი, 73 კგ - ჯუმბერ მელაძე , 81 კგ - თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, 90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, 100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემის მასპინძელი 5-7 ნოემბერს იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები