გამარჯვება ბუენოს-აირესში: გორგოძე მეოთხედფინალშია
Aa
Aa

გამარჯვება ბუენოს-აირესში: გორგოძე მეოთხედფინალშია

ბუენოს-აირესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ეკა გორგოძე წარმატებულად ასპარეზობს. ერთეულთა თანრიგში ჩინელი იუ სიაოდი მძიმე ბრძოლაში დაამარცა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

შეხვედრა 1 საათი და 50 წუთი მიმდინარეობდა. პირველი სეტი ჩინელმა 6:1 მოიგო, თუმცა შემდეგ გორგოძემ მეტოქეს ორ სეტში 6:3, 6:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე მსოფლიოს 64-ე ჩოგანი, ეგვიპტელი მაიარ შერიფია, რომელიც მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. მათი დაპირისპირება 5 ნოემბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, პირველ ნომრად ეკა გორგოძისა და რუმინელი ირინა ბარას წყვილია განთესილი. მათი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა გერლახისა და ჩეხი დანიელა სეგელის წყვილია. გამარჯვებული ნახევარფინალში უნგრელებს, ბონდარისა და უდვარდს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები