''ჩემს ქვეყანას ოქროს მედალი მოვუტანე'' - მსოფლიოს ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ
Aa
Aa

''ჩემს ქვეყანას ოქროს მედალი მოვუტანე'' - მსოფლიოს ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლერი აბულაძემ (63 კგ.) და აივენგო რიკაძემ (82 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს, ხოლო ფირუზ აბულაძე საქართველოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

ეროვნული ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ლერი აბულაძის, ფირუზ აბულაძის, აივენგო რიკაძისა და სოსო ჯაბიძის კომენტარები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, ლერი აბულაძემ (63 კგ.) ფინალში თურქი აჰმეთ იარი დაამარცხა, ფინალამდე ლერი აბულაძემ ყაზახ ასაუხატ მუხამადიევს (5:1), რუსეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვსა (7:3) და ირანელ ალირეზა ნეჯათს (7:3) სძლია.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი საქართველოს ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბელგრადში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა:

გიორგი თოხაძე (55 კგ.), ფირუზ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.).

აივენგო რიკაძემ ფინალში შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშტარტი 5:1 დაამარცხა და ოქროს მედალს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა. მან ფინალამდე 3 მეტოქის ბარიერი დაძლია. კერძოდ, ესტონელ რანეტ კალიოლას, ფინელ ოტო ემელის და რუს შამილ ოჟაევს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები