შენგელიამ ტრავმის შემდეგ ევროლიგაზეც ითამაშა და 10 ქულა ჩააგდო - ცსკა ფენერბაჰჩესთან დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიამ ტრავმის შემდეგ ევროლიგაზეც ითამაშა და 10 ქულა ჩააგდო - ცსკა ფენერბაჰჩესთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ევროლიგის ეგიდით პირველი შეხვედრა გამართა. „თოკომოტივი“ პარკეტზე „ფენერბაჰჩესთან" დაპირისპირებაში ვიხილეთ, რომელიც ცსკა-მ ბრძოლაში წააგო.

მატჩი თურქული კლუბის უპირატესობით დაიწყო და „ფენერი“ შესვენებაზე 5-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. სტუმრებმა მესამე პერიოდიც მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით იგებდნენ. ცსკა-მ თამაშში დაბრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, 82:91 დამარცხდა.

შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 27 წუთი და 57 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე ჯარიმა მიიღო.

ცსკა-მ ევროლიგაზე ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. „არმიელებს“ 4 მოგება და 4 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებენ. ცსკა ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს გამართავს და „მაკაბის“ დაუპირისპირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები