სტოკჰოლმის ტურნირზე ბასილაშვილს 46-ე ჩოგანი ჩაანაცვლებს
Aa
Aa

სტოკჰოლმის ტურნირზე ბასილაშვილს 46-ე ჩოგანი ჩაანაცვლებს

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს გულშემატკივარი სტოკჰოლმის ტურნირზე ვერ იხილავს, რომელიც სტარტს 7 ნოემბერს აიღებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაჩნდა, თუმცა მიზეზი დაზუსტებული არაა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ქართველ ჩოგბურთელს ბელარუსის წარმომადგენელი ილია ივაშკა ჩაანაცვლებს, რომელიც ამ ეტაპზე ATP-ის 46-ე ნომერია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის ბოლო ტურნირი პარიზის მასტერსი იყო, რომელიც მისთვის წარმატებული არ გამოვიდა - ქართველი ჩოგბურთელი პირველი წრეში ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. ნიკოლოზმა მატჩში ჯამში 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შეხვედრა 1 საათსა და 17 წუთი გაგრძელდა (6-2, 6-4).

აღსანიშნავია, რომ კალენდარული წლის მიწურულს ბასილაშვილმა სარეიტინგო პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესა და ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 21-ეა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები