დასანანი მარცხი - ალახვერდოვი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ალახვერდოვი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა

ბელგრადში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე სახილ ალახვერდოვი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

48 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ალახვერდოვი ტაილანდელ ვუტიჩალ იურაჩაის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეგახსენებთ,რომ ნახევარფინალამდე ალახვედროვმა ყირგიზი მირლან ტურკბაისა და ინდოელ გოვინ საჰანის აჯობა.

აღსანიშნავია,რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლაშა გურულმა კუბელ მოკრივესთან ორთაბრძოლისას  შუბლის ძვლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ვეღარ შეძლო ჩემპიონატში მონაწილეობის გაგრძელება.

მიუხედავად ტრავმისა ლაშამ კუბელი მოკრივე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. დაჯილდოების შემდეგ ქართველი მოკრივე საქართველოში გამოფრინდება და შესაბამის მკურნალობას ჩაიტარებს.

ამრიგად საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები