''ჩემი ასპარეზობა ტრავმის გამო დასრულდა'' - გურულის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

''ჩემი ასპარეზობა ტრავმის გამო დასრულდა'' - გურულის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

კრივის მსოფლიოს ჩემპიონატი ლაშა გურულისთვის წარმატებული გამოვიდა, ნახევარფინალში გავიდა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ტრავმის გამო ვერ შეძლო. მისი ნახევარფინალური დაპირისპირება არ შედგა და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, პირველ წრეში ლაშამ ბაჰამის კუნძულების წევრს რაშიდ ვიალიამსს აჯობა, ხოლო მეორე წრეში სლოვაკ მიქაელ ტაკაჩს მოუგო, მერვედფინალში ინდოელი მეტოქე მოსლიმ მალ ამირი მაგშუდი იოლად დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში კუბელ კევინ ბაზერ ბრაუნს სძლია.

ლაშა გურულმა Instagram-ის Story-ზე ვიდეო ატვირთა და ტრავმის თაობაზე ისაუბრა:

შეგახსენებთ, გურულის მსგავსად ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით მოასპარეზე კიდევ ერთმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა გაინაღდა, რომელმაც მეოთხედფინალში ყირგიზი მირლან ტურკბაი დაამარცხა.

ალახვერდოვი ნახევარფინალში ტაილანდელ ვუტიჩაი იურიჩაის დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა 4 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები