მსოფლიო ჩემპიონატი - 3 მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - 3 მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში

ბელგრადში მიმდინარე ჭიდაობის 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრიდონ აბულაძე, აივენგო რიკაძე და ჯონი ხეცურიანი ნახევარფინლაში გავიდნენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ დილის პროგრამაში ორი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ყირგიზი ნურმუხამეტ აბდულაევი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელ რავზან არნაუს აჯობა. ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ფრიდონ აბულაძის მეტოქე ირანელი ნეჯადი იქნება.

82 კილოში კი აივენგო რიკაძე ნახევარფინალში ირანელ ნაგუსის დაეჭიდება. მეოთხედფინალურ შეხვედრაში ჩვენებურმა რუსეთის ნაკრების წევრი შამილ ოჟაევი დაამარცხა. ოჟაევთან შეხვედრამდე, რიკაძემ ესტონელ რანეტ კალჟოლასა და ფინელ ოტო ემელი კეტონენს მოუგო.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანი ნახევარფინალში ირანელ მოჰამად რეზაის დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ხეცურიანმა ყირგიზი მარლენ ასიკეევი დაამარცხა. იქამდე კი, ამერიკელ ალსტონ ჯონ ნატერსა და უზბეკ მაჰმუდ ბახშილოევს აჯობა.

ნახევარფინალური შეხვედრები 19:45 საათზე დაიწყება. 21:00 საათიდან კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ლერი აბულაძეს (63 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებს. ფინალში ის თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები