იოლი გამარჯვება - ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა
Aa
Aa

იოლი გამარჯვება - ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა

ბელგრადში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალში გავიდა და სულ მცირე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივემ მეოთხედფინალში ყირგიზი მირლან ტურკბაი დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ჩვენი ნაკრების წევრი ტაილანდელ ვუტიჩაი იურიჩაის დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა 4 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ალახვედრდოვმა პირველ წრე გამოტოვა, ხოლო მერვედფინალში ინდოელ გოვინ საჰანის აჯობა.

დღესვე ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ლაშა გურული გამართავს. 67კილოგრამ წონით კატეგორიის მოკრივე კუბელ კევინ ბაზერ ბრაუნს დაუპირისპირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები