მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ჭიკაიძე ბრინჯაოს მედალს შეუტევს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ჭიკაიძე ბრინჯაოს მედალს შეუტევს

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკოლოზ ჭიკაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ახალგაზრდა მოჭიდავემ რეპეშაჟში ალბანელი არდიტ ნდოჟი და თურქი ერქან ერგენი დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი ჭიკაიძე რუს სერგეი სტეფანოვს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში შედგება წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან:

ფირუზ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).

ნახევარფინალური შეხვედრები 19:45 საათზე დაიწყება. 21:00 საათიდან კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

ლერი აბულაძეს (63 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებს. ფინალში ის თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები