მსოფლიო ჩემპიონატი - გარანტირებული მედალი და დარჩენილი 5 წონა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - გარანტირებული მედალი და დარჩენილი 5 წონა

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში შედგება წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან:

ფირუზ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. იმავე ბლოკში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად გავა ხალიჩაზე ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ).

ნახევარფინალური შეხვედრები 19:45 საათზე დაიწყება. 21:00 საათიდან კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

ლერი აბულაძეს (63 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებს. ფინალში ის თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები