შეცდომებით სავსე მატჩი - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა
Aa
Aa

შეცდომებით სავსე მატჩი - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

საჩოგბურთო სამყაროში სტარტი პარიზის მასტერსმა აიღო. პირველივე წრეში საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა და უშანსოდ წააგო. ნიკოლოზმა მატჩში ჯამში 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შეხვედრა საათი და 17 წუთი გრძელდებოდა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება მესამე გეიმში დათმო, თუმცა უკუბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნდა. სამწუხაროდ ამის შემდეგ, ბასილაშვილმა ზედიზედ ორი თავისი გეიმი დათმო და პირველი სეტი 2:6 წააგო.

მეორე სეტი 29 წლის ქართველმა ბევრად უკეთესად დაიწყო და მეტიც, მეექვსე გეიმში მანარინოს ჩაწოდება აიღო და 4:2 წინ გავიდა. სამწუხაროდ, დაშვებულმა შეცდომებმა მატჩზე გავლენა მოახდინა. ბასილაშვილმა კვლავ ზედიზედ ორჯერ დაბრეიკდა და სეტი 6:4 წააგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები