მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე | ლერი აბულაძე ფინალში იჭიდავებს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს.
შეჯიბრების მასპინძელი სერბეთის დედაქალაქი ბელგრადია. ტურნირმა სტარტი დღეს, 1 ნოემბერს აიღო და 7 ნოემბერს დასრულდება.
პრესტიჟული ტურნირის პირველივე დღეს, 63-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლერი აბულაძემ ირანელი ალირეზა ნეჯატი დაამარცხა (7-3) და ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონიტზე ფინალში გავიდა.
აბულაძე ფინალურ დაპირისპირებას ხვალ, თურქი ახმეტ იარის წინააღმდეგ გამართავს.
დღესვე, გულშემატკივარმა 87-კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ჭკუასელიძის გამოსვლა იხილა, რომელმაც რუსი მეტოქის ბარიერი ვერ გაიარა და ხვალ ბრიბჯაოს მედლისთვის შეუტევს.
ბერძენ-რომაელები სერბეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: 55 კგ - გიორგი თოხაძე, 60 კგ - ფირუზ აბულაძე, 63 კგ - ლერი აბულაძე, 67 კგ - ჯონი ხეცურიანი, 72 კგ - ოთარ აბულაძე, 77 კგ - ნიკოლოზ ჭიკაიძე, 82 კგ - აივენგო რიკაძე, 87 კგ - თემურ ჭკუასელიძე, 97 კგ - გიორგი ქაცანაშვილი, 130 კგ - გიორგი ცოფურაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე;
მწვრთნელები: სერგო ნინუა და ზაზა ჯიბლაძე.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი