„არ მგონია ისევ მე მოვიგო
Aa
Aa

„არ მგონია ისევ მე მოვიგო" - მესიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. „ლა პულგა“ თავის შანსებს შეეხო და განაცხადა, რომ საკუთარ თავს ფავორიტად არ თვლის.

„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მე-7 ოქროს ბურთი მოვიგო. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა გახლდათ. უამრავი ბრძოლის შემდეგ, ეს წარმატება საუკეთესო იყო და მნიშვნელობა არ აქვს, იგი რად დამიჯდა.

თუ ოქროს ბურთს მივიღებ, ეს საოცარი შეგრძნება იქნება. მე-7 ოქროს ბურთი სრული სიგიჟე იქნება, მაგრამ თუ ეს ჯილდო არ გადმომცეს, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ჩემი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს უკვე მივაღწიე და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უცხოურ პრესაში ფოტო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ პრესტიჟული ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკია (627), მეორე ადგილს ლეო მესი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას - კარიმ ბენზემა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები