„მისთვის უკეთესია ეს მატჩი დაივიწყოს
Aa
Aa

„მისთვის უკეთესია ეს მატჩი დაივიწყოს" - რუსულ პრესაში ხვიჩას აკრიტიკებენ

რუსულმა ვებგვერდმა, Football24-მა ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ცსკა-სთან ნაჩვენები თამაში გააკრიტიკა. Football24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტური შეაჯამა, ტურის 5 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაასახელა და ერთ-ერთი მათგანი „კვარა“ გახლავთ.

„რუბინმა გაიმარჯვა, მაგრამ ხვიჩასთვის უკეთესია, ეს მატჩი დაივიწყოს. ქართველი ფეხბურთელი კვლავ შედეგიანი ქმედების გარეშე დარჩა და მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს 41-ჯერ შეეხო, რაც მის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია.

კვარაცხელიას მეტოქის კარისკენ არც ერთხელ დაურტყამს და დრიბლინგის 4 მცდელობა ჰქონდა, რომელთაგან 3 წარუმატებელი გამოდგა. ჯერჯერობით ხვიჩა თავისი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა“, - წერს Football24.ru.

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში ხვიჩას მიმართ კრიტიკა მოხშირდა. ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, Sportbox-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ კვარაცხელია მოედანზე ფაქტობრივად არ ყოფილა, რაც ბოლო პერიოდში ხშირი მოვლენაა და „რუბინს“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის ასეთი თამაშის ფონზე, ძალიან გაუჭირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები