კარგი ამბავი - თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნებასთან ახლოსაა
Aa
Aa

კარგი ამბავი - თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნებასთან ახლოსაა. „თოკომოტივს“ მხრის ტრავმა ჰქონდა და დაიწერა, რომ იგი მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებდა, თუმცა მკურნალობის პროცესი მოსალოდნელზე ბევრად კარგად წარიმართა.

ცსკა-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით, შენგელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და შესაძლოა, პარკეტზე რამდენიმე საათში ვიხილოთ. დღეს, თბილისის დროით, 21:00-ზე ცსკა „კალევ/კრამოს“ დაუპირისპირდება და არის შანსი, შენგელიამ სათამაშო დრო მიიღოს.

როგორც ირკვევა, თოკო გუნდთან ერთად ესტონეთში გაფრინდა და საბოლოო გადაწყვეტილებას ცსკა-ს სამწვრთნელო შტაბი მატჩის დაწყებამდე მიიღებს. იმედი ვიქონიოთ, რომ შენგელია პარკეტზე დაბრუნდება და ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიღებამდე შენგელია ბრწყინვალე იყო და ევროლიგაზე, „ზენიტთან“ გამართულ შეხვედრაში 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თოკო ევროლიგის ტურის MVP-დ დაასახელეს და მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები