რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ"

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ერთი კვირის წინანდელს წააგავდა. თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა. 

ჩვენ საამისოდ ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ბევრს ვშრომობთ, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. 

მთავარი ისაა, რომ გუნდმა მშვენივრად ითამაშა და თითოეულმა ფეხბურთელმა მოვალეობა დიდებულად შეასრულა. ვაგრძელებთ ბრძოლას იმ მიზნებისათვის, რაც სეზონის წინ დავისახეთ. 

რაც შეეხება ჩემ თამაშს, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო და გუნდს დავეხმარო. უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლების გატანა მოვახერხე. შემიძლია ვთქვა, რომ სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ". - განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდუმ. 

დავამატოთ ისიც, რომ "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ 7-ჯერ შეძლო "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში გასვლა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები