პარიზის მასტერსი - ბასილაშვილი რეიტინგის 59-ე ნომერს შეხვდება
Aa
Aa

პარიზის მასტერსი - ბასილაშვილი რეიტინგის 59-ე ნომერს შეხვდება

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში პარიზის მასტერსი აიღებს სტარტს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი(ნიკოლოზ ბასილაშვილი) გათამაშებაში პირველი წრიდან ჩაერთვება და 59-ე ჩოგანს ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და გამარჯვება „ჩვენებურს“ ხვდა წილად.

ასევე გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული გაელ მონფილსსა და კვალიფიკაციიდან გადმოსულ ჩოგბურთელს შორის მოგებულს შეხვდება. ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებ-საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზმა ვენის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მერვედფინალში მატეო ბერეტინისთან სამ სეტში დამარცხდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები