Aa
Aa

"ინტერმა" შეთავაზება გაამზადა

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერმა" დიეგო სიმეონეს გადმოყვანა მყარად გადაწყვიტა და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. 

"ნერაძურიმ" არგენტინელს შეთავაზება გაუმზადა, რომლის თანახმადაც, იგი წლიური ხელფასის სახით 10-11 მილიონ ევროს მიიღებს.

ოფიციალური მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება. 

სიმეონე "ინტერში" ფეხბურთელობისას, 1997-1999 წლებში თამაშობდა. მან კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები