5:0 - თასზე გლადბახმა მიუნხენის ბაიერნი გაანადგურა
Aa
Aa

5:0 - თასზე გლადბახმა მიუნხენის ბაიერნი გაანადგურა

გერმანიის თასის 1/16-ში „გლადბახმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 5:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ „რეკორდმაისტერი“ შესუსტებული შემადგენლობით არ გამოსულა სათამაშოდ. პირიქით, ნაგელსმანის გუნდი საბრძოლო თერთმეტეულით თამაშობდა.

ანგარიში მე-2 წუთზე კონემ გახსნა. მასპინძლები არ გაჩერდნენ და 21-ე წუთზე უკვე 3:0-ს იგებდნენ. მე-15 წუთზე სხვაობა ორამდე ბენსებაინიმ გაზარდა, ხოლო 21-ე წუთზე ბენსებაინიმ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, სტუმრები გააქტიურდნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს. მეტიც, „გლადბახმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა. 51-ე და 58-ე წუთებზე ემბოლომ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი 5:0 დააფიქსირა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები