სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "მეტოქე საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერია"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დეიგო სიმეონემ, "ლესტერთან"" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ღირსეული მეტოქე გვყავს. მან ბოლო მატჩებში იმ ფეხბურთის თამაში დაიწყო, რომელსაც გასულ სეზონში გვიჩვენებდა. არ ვფიქრობ, რომ ესპანური მატჩისგან დიდად განსხვავებული დაპირისპირება გველის. ბევრი ბრძოლა და იქნება, თამაშის ბედს კი, ტრადიციულად, უმცირესი დეტალები გადაწყვეტს. თუმცა ის ფაქტია, რომ "ლესტერი" საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია და მას საკმაოდ აქტიური გულშემატკივრები ჰყავს". - განაცხადა სიმეონემ. 

"ლესტერი" და "ატლეტიკო", დღეს, 22:45 საათზე, "კინგ პოუერ სთედიუმზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები