წყვილთა თანრიგში გორგოძე მეოთხედფინალშია - წინ რუსული დუეტია
Aa
Aa

წყვილთა თანრიგში გორგოძე მეოთხედფინალშია - წინ რუსული დუეტია

რუმინეთში, კონკრეტულად კი კლუჟში ქალთა წყვილთა თანრიგში TransylvaniaOpen მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე იღებს მონაწილეობას. გორგოძის პარტნიორი ამჯერად რუმინელი ირინა მარია ბარა გახლავთ.

მერვედფინალში ეკო და ირინა გერმანულ დუეტს მონა ბარტელს და ლენა ფრიდსამს დაუპირისპირდნენ. მატჩი ერთი საათი და 3 წუთი გაგრძელდა. გამარჯვება კი ქართულ-რუმინულ წყვილს დარჩა.

გორგოძემ და ბარამ პირველი სეტი 7:5 მოიგეს, ხოლო მეორე გაცილებით მარტივად 6:2. ამ გამარჯვების შემდეგ ეკო და მარია მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათ რუსული წყვილი ელოდებათ. საქმეში ამჯერად ეკატერინა იაშინა და ალენა ფორმინა ერთვებიან. ცნობისთვის, კლუჟში მიმდინარე ღია პირველობის საპრიზო ფონდი 235 238 დოლარია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები