მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი მოკრივეები დაუმარცხებლად ასპარეზობენ
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი მოკრივეები დაუმარცხებლად ასპარეზობენ

ბელგრადში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი შეხვედრები გიორგი ხარაბაძემ და გიორგი ჭიღლაძემ მოიგეს.

75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივემ ტაიპელი მეტოქე ჩია-ვეი კანი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ხარაბაძის მეტოქე რუსი ჯამბულად ბიჟამოვი იქნები. აღნიშნული დაპირისპირება 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.  

92 კილოში კი ჭიღლაძემ ლუქსემბურგელ ერპელდინგ მიჩელს მოუგო. მომდევნო ეტაპზე ქართველი მოკრივე გერმანელ დარიუს ლასოტას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ხარაბაძის და ჭიღლაძის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთ შეხვედრებაში ლაშა გურულმა და ნოდარი დარბაიძემ იმარჯვეს.

სერბულ რინგზე დღეს საქართველოს სახელით 2 მოკრივე იასპრეზებს. არტიომ იორდანიანი ხორვატ დამირ პლანტიჩს შეხვდება, ხოლო არტიუშ გომციანი ლიეტუველ ედგარას შკურდელის დაუპირისპირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები