კარენო ბუსტა დაამარცხა - ბასილაშვილი ვენაში შემდეგ ეტაპზე გავიდა
Aa
Aa

კარენო ბუსტა დაამარცხა - ბასილაშვილი ვენაში შემდეგ ეტაპზე გავიდა

ვენის ღია პირველობის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოცდილ პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:5 4:6 6:3 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ, თუმცა მე-12 გეიმში ნიკოლოზმა კარენო ბუსტას დაბრეიკება შეძლო და სეტი მოიგო.

მეორე სეტიც იგივე სცენარით წარიმართა, თუმცა ამჯერად ესპანელმა ჩოგბურთელმა შეასრულა ბრეიკი და სეტი მისთვის სასარგებლოდ 6:4 დაასრულა. განსხვავებული არც გადამწყვეტი სეტი იყო.

საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა საბენდიეროდ ნიკოლოზმა მერვე გეიმში ბუსტას ჩაწოდება აიღო, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრაც მოიგო. ჯამში ბასილაშვილის და კარენო ბუსტას დაპირისპირება 2 საათი და 33 წუთი გაგრძელდა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზე პოპირინს და ბერეტინის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასევე გეტყვით, რომ საქართველოს პირველმა ნომერმა ესპანელი ჩოგბურთელი ისტორიაში მეორედ დაამარცხა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები