მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "წინ რთული კალენდარია"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, მისი სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა.

"ჩვენთვის არცერთი მატჩი რომ ადვილი არაა, ეს "სპორტინგთან" გამართულ მატჩშიც დამტკიცდა. წინ კიდევ უფრო რთული შეხვედრები გველის.

ტიტულზე ფიქრი ნაადრევია. ახლა მხოლოდ "ბაიერნთან" დაპირისპირებაზე ვართ გადართული, შემდეგ კი "ელ კლასიკოზე" ვიფიქრებთ". - აცხადებს მარსელო. 

"რეალი" და "ბაიერნი", დღეს, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები