თბილისურ დერბის ბენფიკა v ბაიერნის არბიტრი განსჯის
Aa
Aa

თბილისურ დერბის ბენფიკა v ბაიერნის არბიტრი განსჯის

მიმდინარე დღეს სტარტს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური აიღებს, 20:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი 22-ე თბილისური დერბი შედგება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვებგვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას რუმინელი არბიტრები განსჯიან. მატჩის მთავარი ატბიტრი მარსელ ბარსანია, რომელსაც ასისტენტობას ასევე რუმინელი ავრამი და ბადია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

რუმინელ არბიტრს ევროტურნირებზე მსაჯობის გამოცდილება აქვს და მისთვის არც საქართველოა უცხო. UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, ბარსანიმ ჩემპიონთ ლიგის მატჩზე, ბენფიკა - ბაიერნზე (0-4) იმუშავა. ის ასევე იმყოფებოდა თბილისში, მარტში, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართა (1-2).

საბურთალო v დინამო თბილისი - ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატში საბურთალო და დინამო თბილისი ერთმანეთს 21- ჯერ შეხვდნენ. 13 მატჩში დინამომ  გაიმარჯვა, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 42/19 დინამოელთა სასარგებლოდ.

გულშემატკივარი

შეგახსენებთ, რომ  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33%ის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება. შესაბამისად, მიმდინარე დღეს დაგეგმილი 31-ე ტურის მატჩებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დასწრება შეეძლება.

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩს CrystalSport-იც შემოგთავაზებთ. 16:30 საათიდან გორში, გორის დილა სამგურალს უმასპინძლებს. 

პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები