დე ბრუინი:
Aa
Aa

დე ბრუინი: "ოქროს ბურთს ლევანდოვსკის მივცემდი"

ოქროს ბურთის დაჯილდოება ნელ-ნელა ახლოვდება. გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, თუმცა სპორტულ მედიაში ამ პრესტიჟულ ჯილდოს რობერტ ლევანდოვსკის და ლეო მესის უწინასწარმეტყველებენ. ამასთან დაკავშირებით, კევინ დე ბრუინმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა დე ბრუინმა?

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად ბოლო ორი წლის სტატისტიკას და მიღწევებს გავითვალისწინებდი. ასეთ შემთხვევაში კი ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკის მივცემდი. პოლონელი საოცარ ფორმაშია და თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელია. რობერტმა „ბაიერნის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის ნამდვილი ლიდერია.“

ლევანდოვსკი ოქროს ბურთის გარეშე

2020 წელს ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო და „რეკორდმაისტერის“ მთავარი ვარსკვლავი სწორედ ლევანდოვსკი იყო. 33 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ოქროს ბურთი მას უნდა აეღო, თუმცა კორონავირუსის გამო დაჯილდოების ცერემონია გაუქმდა და 2020 წელს ოქროს ბურთი არავის გადასცეს.

ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში

„ბაიერნის“ შემტევი წელსაც საოცარ ფორმაშია. ყველა ტურნირზე ერთად რობერტმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები