Aa
Aa

"მხიარულ მატჩს ველოდები" - კლოპი მანჩესტერთან თამაშის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კლოპმა?

„რონალდუ სალაჰის წინააღმდეგ? დიდებული სანახაობა იქნება. ასეთ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ და ტრავმებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ორივე ფეხბურთელი უდიდესი პროფესიონალია. სალაჰი გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც განსაკუთრებული ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეგვიპტელი 100 %-ით მზად არის.

თუ „მანჩესტერის“ წინააღმდეგ თავს კარგად არ დაიცავ, მიზეზიც კი არ გვექნება ოლდ ტრაფორდზე ჩასვლის. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ „იუნაიტედს“ 3 გოლი გაუტანო, თუმცა ჩვენ თამაშის წინ არასდროს ვფიქრობთ იმაზე მეტს, ვიდრე დაცვაში კარგი თამაშია. გამარჯვებისთვის იდეალური დაცვის სისტემა მჭირდება.

მხოლოდ თავდაცვაზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან შეტევაში დიდებული ფეხბურთელები გვყავს. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და კონტრ-შეტევები არ გამოგვეპაროს. ამ კომპონენტში სულშერის გუნდი საკმაოდ ძლიერია. ამ კლუბების დაპირისპირება მსოფლიოში გამორჩეულია. ველოდები საინტერესო და მხიარულ მატჩს.“

სატურნირო ცხრილი

ამ მომენტისთვის „ლივერპული“ 18 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 14 ქულით მერვე პოზიციაზეა. ხსენებული დაპირისპირება 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები