''ეს პირადი საკითხია'' - კიმიხი არ იცრება, მაგრამ ფონდს აფინანსებს
Aa
Aa

''ეს პირადი საკითხია'' - კიმიხი არ იცრება, მაგრამ ფონდს აფინანსებს

მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელი იოზუა კიმიხი გერმანული გრანდის ხუთ მოთამაშეს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსის  ვაქცინა არ გაუკეთებიათ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელმა პანდემიის საწინააღმდეგო კამპანია (#WeKickCorona)  დააარსა და ფონდში 600 000 აშშ დოლარი გადარიცხა. ანალოგიურად ამდენივე თანხა ჩარიცხა ლეონ გორეცკამ.

მოგვიანებით, ამ კამპანიაში გერმანელი სპორტსმენები, ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი და NBA-ს მოთამაშე დენის შრიოდერი ჩაერთვნენ. ამ ეტაპზე ფონდში არსებული თანხა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

BILD-ის ინფორმაციის გერმანიის ბუნდესლიგაში ათამდე ფეხბურთელს ვაქცინა არ გაუკეთებია. შედარებისთვის, სექტემბრის დასაწყისში NBA-ს კალათბურთელთა 95 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინით აცრილი იყო.

გერმანული მედიის ცნობით, კიმიხთან მიმართებით ''ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა ჰასალ სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ მოთამაშე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

''ამ თემაზე მას უნდა ჰკითხოთ, ეს ნამდვილად მისი პირადი საკითხია, თითოეული მოთამაშე გადაწყვეტილებას თავად იღებს''.

კიმიხი ''ლაიფციგის'' ექს-ფეხბურთელია (2013-15). 26 წლის მოთამაშე 2015 წლიდან მიუნხენის ''ბაიერნის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები