Aa
Aa

"ტიტულებზე საუბარი ჯერ ადრეა" - სულშერი ლივერპულთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სულშერმა

„ამ გუნდების დაპირისპირება უამრავ წელს ითვლის. ორივე გუნდი ტიტულებისთვის იბრძვის და ხშირად აღწევენ საწადელს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა. როდესაც „წითელი ეშმაკების“ მაისური გაცვია და „ლივერპულის“ წინააღმდეგ გიწევს თამაში, ესეიგი კარიერაში რაღაცას მიაღწიე.

კარგად ვიცი, რომ ამ მატჩს ზედმეტი შეფუთვა არ სჭირდება. ეს მსოფლიო დონის დუელია. გასულ სეზონში, ამ დროს ცუდ ფორმაში ვიყავით. ახლა კი ტიტულზე საუბარი ჯერჯერობით ისევ ადრეა. სატურნირო ცხრილში მერსისაიდელებზე დაბლა ვართ და დაწევას ვცდილობთ. სამწუხაროდ ბოლო წლებში ძირითადად სულ ასე ხდება. რეალურად ახლა „ლივერპულის“ დონეზე არ ვართ და ამის მისაღწევად ბევრი მუშაობა გვჭირდება.“

სატურნირო ცხრილი

ამ მომენტისთვის „ლივერპული“ 18 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 14 ქულით მერვე პოზიციაზეა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები