რონალდუ კრიტიკოსებზე:
Aa
Aa

რონალდუ კრიტიკოსებზე: "ღამით კარგად მძინავს, შეუძლიათ გააგრძელონ, მე მაინც გავიმარჯვებ"

კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა, თუ როგორ ექცევა მათ, ვინც მას მთელი კარიერის მანძილზე აკრიტიკებს.

„ვიცი, როდის სჭირდება გუნდს დაცვაში ჩემი დახმარება. მაგრამ გუნდში ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა, გამარჯვება და მოსაგებად გუნდისთვის დახმარებაა. დაცვაში თამაში ჩემი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ზოგს არ სურს ამ ყველაფრის დანახვა, რადგან მათ მე არ მოვწონვარ. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ 36 წლის ვარ, ყველაფერს ვიგებ, ასე რომ, როგორ ფიქრობთ ვიდარდებ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემზე ცუდს ამბობენ?

ღამით კარგად მძინავს. შინ დასაძინებლად სუფთა სინდისით მივდივარ. შენ კი ასე გააგრძელე, რადგან მე გავჩუმდები და მაინც გავიმარჯვებ.

კრიტიკა ბიზნესის ნაწილია. ეს არ მაწუხებს. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ კრიტიკა კარგია. თუ ეს ხალხი ჩემზე წუხს ან ჩემზე საუბრობს, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჯერ კიდევ იციან ჩემი პოტენციალი, რასაც წარმოვადგენ ფეხბურთში. ასე რომ კარგია.

მაგალითს მოგიყვანთ: თუ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ხარ და ყველაზე ცუდ მოსწავლეებს ჰკითხეთ, მოსწონთ თუ არა საუკეთესო, ისინი იტყვიან, რომ არ მოსწონთ“,

- თქვა 36 წლის პორტუგალიელმა Sky Sport-თან საუბრისას.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები