დღეს, UFC-ში დებიუტი მეშვიდე ქართველს ექნება: ,,არ ნერვიულობს, მტკიცე ნერვები აქვს
Aa
Aa

დღეს, UFC-ში დებიუტი მეშვიდე ქართველს ექნება: ,,არ ნერვიულობს, მტკიცე ნერვები აქვს"

UFC-ში მეშვიდე ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. 29 წლის ზვიად ლაზიშვილის დებიუტი 23 ოქტომბერს შედგება და მისი მეტოქე მექსიკელი ჯონათან მარტინესი იქნება.

ქართველი მებრძოლი LFA-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. მას 13 ბრძოლიდან ცამეტივე მოგებული აქვს და UFC-ში დაუმარცხებელი სტატუსით იასპარეზებს.

დებიუტამდე, CrystalSport-ი ზვიადის მამას, ანზორ ლაზიშვილს დაუკავშირდა, რომელიც აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია:

რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ. მხოლოდ 3 დღე ჰქონდა იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება აეღო, თან წონა ჰქონდა დასარეგულიერებელი. ეს რთული მომენტია და მტკიცე ნერვები სჭიდრება. 2 დღეში 10 კილოზე მეტი დაიკლო. როცა ლას ვეგასში ჩაფრინდა, ვარჯიშის შემდეგ, უკვე 69 კილო იყო.

შინაგანად ვიცოდი, რომ თავს გაართმევდა, რადგან ნებისყოფა ძალიან მაღალ დონეზე აქვს. თვითონაც, ინტელექტუალური ტიპია. 

თავად არ ნერვიულობს, მწერს - მამა, არ ინრევიულო, ყველაფერი რიგზე იქნებაო. ვეუბნები, 10 კილო დაიკელი 2 დღეში, რაც რთულია. დილით მითხრა წონა აღდგენილი მაქვს და დასაძინებლად მივდივარო. შეხვედრას უმაღლესი განწყობით ხვდება. ბოლომდე იბრძოლებს, თუ რაიმე შანსი იქნება, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვებს. ჩხუბია და ყველაფერი ხდება, თუმცა განწყობა ისეთი აქვს, უნდა მოიგოს.

ლაზიშვილის  მეტოქეს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 17 ბრძოლა აქვს გამართული, საიდან 13-ში გაიმარჯვა. ბოლოს მექსიკელი დევი გრანტს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მას აგვისტოში უელსელი ჯეკ შოურის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა ბრძოლა, თუმცა ტრავმის გამო ეს დაპირისპპირება აღარ შედგა.

ამრიგად, ლაზიშვილი გიგა ჭიკაძეს, მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიას, ლიანა ჯოჯუას, რომან დოლიძესა და გურამ ქუთათელაძეს შეუერთდა.

ზვიად ლაზიშვილისა და  ჯონათან მარტინესის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან შედგება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები