Aa
Aa

"ჩვენ არაფერი გაგვაკვირვებს" - კუმანი რეალთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა კუმანმა?

„ჩვენ არაფერი გაგვაკვირვებს. „რეალი“ გამოცდილი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. მნიშვნელოვანი ბურთის ფლობა იქნება, თუმცა ანჩელოტის გუნდი კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ თამაშობს და ეს კომპონენტი უნდა ვაკონტროლოთ. ვფიქრობ, ბევრი მომენტი არ შეიქმნება და შეტევაში მაქსიმალურად ეფექტურები უნდა ვიყოთ.

„ელ კლასიკო“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩია, თუმცა წინ ბევრი შეხვედრაა დარჩენილი. მაგალითად „ბაიერნთან“ დაპირისპირება განსხვავებული ხასიათის იქნება. ამ მატჩებში შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ და ყველას დავანახოთ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებთ.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 24 ოქტმობრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები