ოუენი:
Aa
Aa

ოუენი: "იუნაიტედს დაბალანსება სჭირდება, ლივერპული 2:1-ს მოიგებს"

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა მაიკლ ოუენმა „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი დიდი მატჩის წინ თავისი შეხედულებები გაგვიზიარა.

ინგლისელის თქმით, „ლივერპული“ შეხვედრას 2:1-ს მოიგებს:

„ამ მატჩის დაწყებამდე ვეღარ ვითმენ. იუნაიტედი ერთი კვირის წინ ლესტერთან მარცხის შემდეგ იმედგაცრუებულია. ისინი შანსებს ქმნიდნენ, მაგრამ მათი დაცვაში თამაში...

ლესტერისთვის მოწინააღმდეგისთვის ზეწოლა და მათი გატეხა ადვილი იყო. იუნაიტედი ძალიან გახსნილი ჩანდა. სულშერის გუნდს დაბალანსება სჭირდება.

რაც შეეხება ლივერპულს, თქვენ საუბარი მო სალაჰით უნდა დაიწყოთ. ის, რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ კვირას მან ეპიკური გოლი გაიტანა. ამ სეზონში ეგვიპტელისთვის წინააღმდეგობის გაწევა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, იუნაიტედისთვის ეს დიდი გამოწვევაა - როგორ დატოვონ სალაჰი თამაშგარეში.

უდავოა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი უკეთესად ითამაშებს, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ლივერპული გამარჯვებას შეძლებს. მე ვიტყოდი 2:1. გაიტანს თუ არა სალაჰი გოლს?“

- ციტირებს ოუენის სიტყვებს BetVictor-ი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 24 ოქტომბერს 19:30 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები