Aa
Aa

"რეალი თავდაჯერებული და მშვიდია" - ანჩელოტი ბარსელონასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ყველა ჩემპიონატში არსებობს განსაკუთრებული დაპირისპირებები. ესპანეთში ასეთი „ელ კლასიკოა“, რომელსაც ვერცერთი დუელი ვერ შეედრება. ბარსას წინააღმდეგ მაქსიმალურად კარგად უნდა მოემზადო, წინააღდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგად თავის დაცვაა. ყველა ის თამაში, რომელიც მოვიგეთ, კარი მშრალად შევინახეთ.

„შახტართან“ მატჩის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და კარგ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, კარვახალი და აზარიც მზად იქნებიან. „ელ კლასიკოსთვის“ მოსამზადებლად ბევრი დრო გვქონდა. ჩვენ ამ თამაშს სრული სიმშვიდითა და აბსოლუტური თავდაჯერებულობით შევხვდებით.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 24 ოქტმობრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები