საკვალიფიკაციო | საქართველოსა და ისრაელის 19-წლამდე ნაკრებებმა ქულები გაიყვეს
Aa
Aa

საკვალიფიკაციო | საქართველოსა და ისრაელის 19-წლამდე ნაკრებებმა ქულები გაიყვეს

საქართველო 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ისრაელის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში 2 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა.

მეტოქემ ჩვენი ნაკრების კარი 33-ე წუთზე აიღო და პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოგვიგო, რასაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სწრაფი გოლით მეორე ტაიმის დასაწყისში,  უპასუხა. 46-ე წუთზე მეტოქეს ეთერ სულაშვილმა გაუტანა.

ჩვენი გუნდი B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ისრაელის, მალტისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად თამაშობს, 2 მატჩის შემდეგ, 1 ქულა აქვს და 4-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს (2 გატანილი / 3 გაშვებული).

ლავრენტი დავითაშვილის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათიდან გამართავს და მალტას დაუპირისპირდება.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მასპინძელი მალტაა.

​საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო)

​მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

ნახევარმცველები: მარია-იზაბელა მელიქიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარი ბეგიაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო).

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები