მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 7 მოკრივე იასპარეზებს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 7 მოკრივე იასპარეზებს

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები სერბეთში გაემგზავრა, სადაც სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 105 ქვეყნის მოკრივეთა ნაკრები იასპარეზებს, ჩვენი შემადგენლობა კი 7 მოკრივით შეივსო, მათ შორის:

სახილ ალახვერდოვი (48 კგ) ნოდარ დარბაიძე  (51კგ) არტიუშ გომციანი (60 კგ) ლაშა გურული (67 კგ) გიორგი ხარაბაძე (75 კგ) არტიომ იორდანიანი (86 კგ) გიორგი ჭიღლაძე (92 კგ)

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელები არიან თეიმურაზ ოჩიგავა და ბექა ლობჟანიძე.

სერბეთში, მოკრივეებთან ერთად გაემგზავრა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბაკურ გოგოჭური. მოგვიანებით, საქართველოს დელეგაციას შეუერთდება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური.

მსოფლიო ჩემპიონატი კრივში 24 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები