მილანის აკადემიის ყოფილმა მწვრთნელმა ხელშეკრულება ტორპედოსთან გააფორმა
Aa
Aa

მილანის აკადემიის ყოფილმა მწვრთნელმა ხელშეკრულება ტორპედოსთან გააფორმა

ქუთაისს იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი, მასიმილიანო ფერარი ესტუმრა, რომელმაც ხელშეკრულება ტორპედოს მფლობელ ნიუ ვიჟენთან გააფორმა. ფერარი კონსულტაციას როგორც ქუთაისურ კლუბს, ასევე ნიუ ვიჟენის ახალგაზრდულ გუნდებს გაუწევს და ამასთან, წვლილს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაშიც შეიტანს  - ინფორმაციას ტორპედო ავრცელებს და წერს, რომ საფეხბურთო სპეციალისტი ტორპედოს გენერალურ დირექტორს, გიორგი მჭედლიძეს შეხვდა, დაათვალიერა არსებული ინფრასტრუქტურა და დაესწრო ახალგაზრდული კლუბის საწვრთნელ პროცესსაც.

ფოტო: ტორპედო

მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილანის აკადემიის მწვრთნელი იყო. 2019 წელს ის ხელმძღვანელობდა ბათუმში გამართულ მილანის ახალგაზრდულ ბანაკს. 

ქუთაისის ტორპედოში სიახლეები მას შემდეგ დაანონსდა, რაც კლუბი ნიუ ვიჟენმა ჩაიბარა. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს, მილანის ინტერის პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები