Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  00:54

[კონფერენს ლიგა] გენტი ჯგუფში გალიდერდა, სლოვანმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა

კონფერენს ლიგის B ჯგუფში პარტიზანმა გენტს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0-1). ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა, რითაც გენტმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფში გალიდერდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიურ გუნდს 3 მატჩის შემდეგ 3 გამარჯვება აქვს და შესაბამისად, 9 ქულით B ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს.

თავად გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული სათამაშო დრო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მოედანზე თამამი იყო. 

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფშია ქართველების ანორთოსისი, რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

პარალელურად მიმდინარეობდა სლოვანისა და ლინკოლნის შეხვედრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა (2-0). ტრადიციულად, ვაისის სასტარტო არჩევანი ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიაზე შეჩერდა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა სრული შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნული 3 ქულა უმნიშვნელოვანესი იყო სლოვანისთვის, რომელიც 4 ქულით F ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გადავიდა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage