ზურაბ ხიზანიშვილი: „ენფილდის ტუნელის ბოლოდან ისეთი ხმა ისმის, ამ დროს მატჩს უკვე აგებ
Aa
Aa

ზურაბ ხიზანიშვილი: „ენფილდის ტუნელის ბოლოდან ისეთი ხმა ისმის, ამ დროს მატჩს უკვე აგებ"

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ თემებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხის, მათ შორის ლივერპულის საშინაო არენის, ენფილდის ეფექტის შესახებ ისაუბრა.

ზურაბ ხიზანიშვილი

ასეთი დიდი სტადიონი აქვს ლივერპულს, მაგრამ გამოსასვლელი ტუნელი პატარაა. ვმეგობრობდი ფეხბურთელებთან და ერთხელაც, ამ პატარა გამოსასვლელზე ლუკას ლეივას ვკითხე.

ტუნელის ბოლოდან ისეთი ხმა ისმის, ამ დროს მატჩს უკვე 1-0-ს აგებ. ენფილდზე ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული. თვითონ, ლივერპულის ფეხბურთელები ამ ხმას მიეჩვივნენ.


ეროვნულ ნაკრებამდე, ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო იქამდე, 21- წლამდე ნაკრებში გია გეგუჩაძისა და გია ცეცაძის ასისტენტად მუშაობდა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მას სხვადასხვა დროს შოტლანდიურ დანდისა და რეინჯერსში, ინგლისურ ბლექბერნში, ნიუკასლსა და რედინგში, თურქულ ქაისერსა და ბაქოს ინტერში უთამაშია.

ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში 1999-2015 წლებში თამაშობდა და 93 მატჩი ჩაატარა, რაც ლევან კობიაშვილისა (100) და ჯაბა კანკავას (100 შემდეგ) საუკეთესო შედეგია.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები