Aa Aa
21 ოქტომბერი 2021  |  17:24

ხიზანიშვილი კვარაცხელიაზე: „ყველგან საკუთარი გვარი ესმის, ეს წნეხს იწვევს"

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ თემებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხის, მათ შორის საქართველოს ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ზურაბ ხიზანიშვილი - ვილი სანიოლის ასისტენტი

ხვიჩა გისმენს და არ ჰგონია, რომ საუკეთესოა. კარგი ხასიათი აქვს, სპორტული, ნამდვილი სპორტსმენია. მინდა, რომ უფრო მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს და კარგ გუნდში წავიდეს. ვფიქრობ, რომ ეს ადრე თუ გვიან ასეც იქნება და რუსეთს დატოვებს, რადგან ძალიან დიდი რესურსი აქვს.

კვარაცხელია ჯერ ვარსკვლავი არაა და მაგალითად, კაკას რომ ადარებენ, იქამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მას სულ საკუთარი გვარი ესმის და ეს გარკვეულწილად, წნეხია. ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. დამიჯერეთ, ძალიან კარგი ფეხბურთელების გვარებს კიდევ გავიგებთ, თუმცა არ უნდა ავიყვანოთ იქ ჯერ, სადაც ამ ეტაპზე მათი ადგილი არაა.


ეროვნულ ნაკრებამდე, ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო იქამდე, 21- წლამდე ნაკრებში გია გეგუჩაძისა და გია ცეცაძის ასისტენტად მუშაობდა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage