მონტელა:
Aa
Aa

მონტელა: "ამ დერბიში ფავორიტი არ არსებობს"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, "დერბი დელა მადონინას" წინ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ჩვენ ბრწყინვალე გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც უამრავი უმაღლესი დონის ოსტატი ჰყავს. 

ფარწმუნებული ვარ, შეხვედრა ემოციური იქნება. ჩვენ თავისუფლად უნდა ვითამაშოთ და მოგებაზე ვიფიქროთ. 

თუკი გამარჯვებას შევძლებთ, "ევროპის ლიგაზე" გასვლის ბევრად მეტი შანსი გვექნება, რადგან ეს თამაში ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია. 

ფავორიტი დერბიში? ვფიქრობ, აქ ასეთი არ არსებობს, ეს ის თამაშია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

ეს იქნება დიდი სპექტაკლი, რომელსაც თვალს მილიარდამდე ადამიანი მიადევნებს. ჩვენი გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, შაბათს ისინი გაორმაგებულად გვიქომაგებენ. 

აქვე მინდა ახალ ხელმძღვანელობას წარმატება ვუსურვო და ვიტყოდი, რომ მათთან თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნოა". - განაცხადა მონტელამ. 

მილანური დერბი, ხვალ, 15 აპრილს, 14:30 საათზე დაიწყება. "დელა მადონინას" დანიელე ორსატო იმსაჯებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები