ფინეთთან მატჩის წინ - ქალთა ნაკრების ვარჯიში და ინტერვიუ
Aa
Aa

ფინეთთან მატჩის წინ - ქალთა ნაკრების ვარჯიში და ინტერვიუ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი საკუთარ მოედანზე ფინეთს, 21 ოქტომბერს დაუპირისპირდება, სლოვაკეთის წინააღმდეგ კი სტუმრად, 26 ოქტომბერს ითამაშებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ქალთა ნაკრებმა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლა და ხსენებული მატჩისთვის მომზადება სწორედ მანდ დაიწყო. CrystalSport გიორგი ჩხაიძეს, ნინი ჩხარტიშვილს და ნინო პასიკაშვილს ესაუბრა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირება 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები