Aa
Aa

"ინტერმა" მბაპესთვის 70 მილიონი გაამზადა!

იტალიური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, მილანის "ინტერი" კილიან მბაპეს შეძენას ეცდება. 

თინეიჯერი ფორვარდის თავისთან გადაყვანით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ამიტომაც "ნერაძურიმ" თადარიგი დაიჭირა და მის შესაძენად თანხა გამოყო. Tuttosport-ისა და Fox Sports Italia-ს თქმით, აღნიშნული თანხა 70 მილიონი ევროა. 

"ინტერის" ხელმძღვანელობის აზრით, მბაპე შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდისთვის შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდა. 

მბაპეს მიმდინარე სეზონში 34 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთა ჯამშიც მეტოქეთა კარში 21 გოლი გაიტანა, პლიუს ამას, 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები