„მაისური მომეცი და დედაჩემს მოგცემ
Aa
Aa

„მაისური მომეცი და დედაჩემს მოგცემ" - როცა მესის მაისურის გამო ყველაფერზე მიდიხარ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლაიპციგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-2 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე უცხოური პრესის ყურადღება ახალგაზრდა ქომაგმა მიიპყრო, რომელსაც ლიონელ მესის მაისურის მიღება სურდა.

ბიჭუნას ხელში ბანერი ეჭირა, რომელზეც ასეთი წარწერა იყო განთავსებული: „ლეო, შენი მაისური მომეცი და მე დედაჩემს მოგცემ“. ახალგაზრდა გულშემატკივრის გეგმას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ლა პულგას“ ბევრმა მოუწოდა, ბიჭუნას ოცნება აესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგთან“ მატჩში მესი ბრწყინვალე იყო და დუბლით გამოირჩა. 67-ე წუთზე, „ლა პულგამ“ ანგარიში გაათანაბრა, 7 წუთში კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და სამი ქულა მოაპოვებინა. სხვათა შორის, მესის ჰეთ-თრიქის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ 94-ე წუთზე დანიშნული პენალტი კილიან მბაპეს დაუთმო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები