Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  02:01

მილანი პორტუსთან დამარცხდა - როსონერის ჯგუფიდან გასვლა თითქმის შეუძლებელია

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „მილანი“ „პორტუს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ამ წაგებით „როსონერიმ“ ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის დაკარგა.

შეიძლება ითქვას, რომ პიოლის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. მინდორზე ძირითადად პორტუგალიელები დომინირებდნენ და მომენტებს სწორედ კონსეისაოს გუნდი ქმნიდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა. „პორტუს“ მასიური შეტევების მიუხედავად, სტუმრები გოლს არ უშვებდნენ, თუმცა 65-ე წუთზე ნავსი ლუიზ დიასმა გატეხა და „პორტუ“ დააწინაურა.

პიოლის შეგირდებმა კონსეისაოს გუნდს ვერაფერი დაუპირისპირეს. მეტიც, მეორე ტაიმში „მილანმა“ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. საბოლოოდ შეხვედრა 1:0 დასრულდა და „პორტუმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სატურნირო ცხრილი

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს 9 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილს „ატლეტიკო“ და „პორტუ“ 4-4 ქულით იყოფენ, ხოლო უკანასკნელ პოზიციაზე ნული ქულით „მილანია“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage