„გთხოვ დამიბრუნდი“ - იკარდი ვანდა ნარას პსჟ-ს დატოვებით ემუქრება
Aa
Aa

„გთხოვ დამიბრუნდი“ - იკარდი ვანდა ნარას პსჟ-ს დატოვებით ემუქრება

მაურო იკარდის პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები აქვს. არგენტინული პრესის ინფორმაციით, ვანდა ნარამ, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს ღალატში ადანაშაულებს, განქორწინება ოფიციალურად მოითხოვა.

გასულ უქმეებზე, ნარა მილანში გაემგზავრა, რათა იკარდისგან თავი შორს დაეჭირა, მაუროს კი მისი დაბრუნება სურს. იგი კლუბის ნებართვით იტალიაში ჩაფრინდა და ვანდასთან ურთიერთობის გამოსწორება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

არგენტინული გამოცემების ინფორმაციით, იკარდი რადიკალური ზომების მიღებასაც არ მოერიდა და ვანდა ნარას „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებით დაემუქრა. როგორც მოგეხსენებათ, ვანდა იკარდის საფეხბურთო აგენტი გახლავთ და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ირკვევა, რომ იკარდის მცდელობა უშედეგო გამოდგა და RMCSport-ის ცნობით, ვანდა პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩის წინ, იკარდის შესახებ პარიზელთა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა და განაცხადა, რომ მაუროს პირადი პრობლემები აქვს, თუმცა „ლაიპციგთან“ ჩანიშნულ მატჩს არ გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები