„ყველა დროის ტოპ 5-ში მისი ადგილი არაა
Aa
Aa

„ყველა დროის ტოპ 5-ში მისი ადგილი არაა" - კასანო რონალდუზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. იტალიელი რონალდუს აგენტის, ჟორჟე მენდეშის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კრიშტიანუ 2021 წლის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

„ჟორჟე მენდეში ამბობს, რომ ოქროს ბურთი რონალდუს ეკუთვნის და იგი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესოა?! თუ გლობალურ დონეზე ვსაუბრობთ, იგი ტოპ 5-შიც კი არაა და იქ არაფერი ესაქმება.

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. შემდეგ მარადონა, პელე, კრუიფი და ფენომენო მოდიან. ერთი ცვლილების გაკეთება რომ შეგვეძლოს, ტოპ 5-ში ვან ბასტენს ან დი სტეფანოს ჩავსვამდი“.

შეგახსენებთ, რომ კასანო რონალდუს ხშირად აკრიტიკებს და კრიშტიანუს „იუვენტუსში“ ყოფნისას ამბობდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბიანკონერისთვის“ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. კასანოს თქმით, კრიშტიანუ მხოლოდ საკუთარ რეკორდებზე ფიქრობს და აღარაა ის მოთამაშე, რომელიც 4 წლის წინ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები