გაშვებული გოლის შემდეგ მეკარე თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდა - მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა
Aa
Aa

გაშვებული გოლის შემდეგ მეკარე თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდა - მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა

გასულ უქმეებზე, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულმა მატჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. „გლენტორანისა“ და „კოლრეინის“ შეხვედრაში „გლენტორანის“ გოლკიპერი, აარონ მაკკერი საკუთარ თანაგუნდელზე, ბობი ბერნსზე თავდასხმის გამო გააძევეს.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, „გლენტორანი“ 2-1-ს იგებდა, როცა „კოლრეინმა“ წონასწორობა აღადგინა. გაშვებული გოლის შემდეგ, მაკკერიმ ნერვები ვერ მოთოკა, თანაგუნდელისკენ გაემართა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„მატჩის შემდეგ, აარონი გასახდელში შემოვიდა და თქვა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მომხდარის გამო ორივე ფეხბურთელი განადგურებულია და ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. ბობის ველაპარაკე და მითხრა, რომ აარონს მისთვის სახეში არ დაურტყამს, თუმცა როცა წაიქცა, მინდორს თავი დაარტყა. ბუნებრივია, ესაა ინციდენტი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერაფერს შევცვლით და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ასეთი შემთხვევებისთვის წესები და პროტოკოლი გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა „გლენტორანის“ თავკაცმა, მიკ მაკდერმოტმა.

სხვათა შორის, ჩრდილოეთ ირლანდიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 29 წლის გოლკიპერს, რომელსაც „ვულვზში“ უთამაშია, გუნდიდან არ გარიცხავს, თუმცა დასძინა, რომ იგი სასჯელს ვერ გადაურჩება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები